In this article
Staten Island-ის ცენტრში განლაგებული Maizal Restaurant მხოლოდ ჭამის ადგილი კი არ არის – ეს ის ადგილია, სადაც ცოცხალი და განუმეორებელი მექსიკური სასადილო გამოცდილება ელოდება. მყუდრო და რომანტიული ატმოსფეროთი, Maizal-ი განსაკუთრებულ გარემოს ქმნის, სადაც სტუმრები ხელახლა ბრუნდებიან.
რესტორნის დეკორი ადგილობრივ ხელოვნებას ადიდებს – ნათელი, თვალისმომჭრელი ნამუშევრებით კედლებზე. გარეთ, ლამაზად მოვლილი ბაღი სიმშვიდის კერია, საკვების მიღებისა ან სრული სერვისის ბარიდან სასმელის გასინჯვისთვის იდეალური.
იქნება ეს ყოველდღიური ლანჩი თუ განსაკუთრებული ვახშამი, Maizal-ი განუმეორებელ სასადილო გამოცდილებას გპირდება – ავთენტური გემოებით და სათბური სტუმართმოყვარეობით.
გამოწვევა: მაღალი ხარჯები და შეზღუდული მოქნილობა
ბევრი პატარა რესტორნის მსგავსად, Maizal-ი ჯავშნების მართვასა და მომგებიანობაში გამოწვევებს აწყდებოდა. თავდაპირველად OpenTable-ს იყენებდნენ, ცნობილ ჯავშნის პლატფორმას, მაგრამ ხარჯები ეკონომიკურად გამართლებულები ვეღარ გახდა.
„სანამ Resos-ს გამოვიყენებდით, OpeTable გვქონდა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირი იყო. მათი მოდელი ზედმეტ თანხას ახდევინებს და მცირე ბიზნესს თავის სასარგებლოდ იყენებს. სხვა ფუნქციებიც აქვთ და ქსელი, რომელსაც უზრუნველყოფენ, დიდი და კარგად დაკავშირებულია საკრედიტო ბარათის კომპანიებთან, პლუს ისინი სტუმრებს ბონუს სისტემას სთავაზობენ, მაგრამ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. უმჯობესია, სტუმარს პირდაპირ ფასდაკლება შევთავაზოთ.”
ხარჯის გარდა, OpenTable-მა აუცილებელ ინსტრუმენტებსა და ფუნქციებზე წვდომა შეზღუდა. გუნდს ვიჯეტების მოსარგება ან Google-ის ჯავშნის ვიჯეტის მსგავსი მნიშვნელოვანი ინტეგრაციების მართვა დამატებითი გადასახადის გარეშე არ შეეძლო.
Maizal-ის მსგავსი პატარა, მაგრამ პოპულარული რესტრნისთვის, ეს შეზღუდვები ყოველდღიურ ოპერაციებს ზედმეტად ართულებდა.

Resos-ის გადაწყვეტები
Resos-ზე გადასვლა Maizal Restaurant-ისთვის გარდამტეხი წერტილი გახდა. Resos-მა ხელმისაწვდომობა და მოქნილობა მიაწოდა, ჯავშნების შეუფერხებელი მართვისთვის საჭირო. მისი მარტივი ფასდადების მოდელი 80-ადგილიანი ობიექტისთვის იდეალურ შესატყვისობას ქმნიდა.
„Resos-მა ხელმისაწვდომი მოდელით გვეხმარება. Google-ზე ახლა მეტ შეფასებებსაც ვხედავთ, Resos-ის გამოყენების შემდეგ.”
Resos-ის აპლიკაციამ Maizal-ს ჯავშნის სისტემაზე სრული კონტროლი მისცა. ახლა პარამეტრების მოსარგება, ვებსაიტში ჯავშნის ვიჯეტის ადვილი ინტეგრირება და ყველაფრის შიდა მართვა შეიძლება.
მთავარი ფუნქცია: პატარა ბიზნესებზე მოსარგები სისტემა
Resos-ის ჯავშნის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მოწონებული ფუნქცია ჯავშნების სხვადასხვა ხედით ნახვის მოქნილობაა. სიის ხედი, კერძოდ, ჯავშნების ორგანიზაციასა და გლუვ ოპერაციებში ძალიან სასარგებლოა.
„ინსტრუმენტებზე წვდომა, რომლებიც გვეხმარება, პარამეტრები და ჯავშნის ვიჯეტი ვმართოთ, ჩვენთვის დიდი სარგებელია. OpenTable-ით ეს საშუალება არ გვქონდა. ზოგი ფუნქციები, Google-ის ვიჯეტი მაგალითად, „მძევლად” ჰყავდათ. (…) Resos-ის მიერ შეთავაზებული სიმარტივე გვეხმარება, ჯავშნებზე ნაკლებ ზრუნვა გვქონდეს. ეს პირდაპირი გზაა.”
გარდა ამისა, Resos სხვადასხვა ინტეგრაციას სთავაზობს, Maizal-ისთვის ონლაინ პრეზენციის განვითარება ადვილი გახადა. Google-ის ჯავშნის ახლა სრულად ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენებით, რესტორანმა Staten Island-ში მაღალშეფასებული მექსიკური სასადილო ადგილის მაძიებელ სტუმრებთან კავშირი გაამყარა.
ავტონომია ჯავშნებზე
ერთ-ერთი მომენტი, რომელმაც Resos-ის სარგებელი განსაკუთრებულად ააშკარა, გახდა, როდესაც Maizal-მა გააცნობიერა, რამდენად მარტივი გახდა ჯავშნის ვიჯეტისა და პარამეტრების მოსარგება. ადრე ასეთი ინსტრუმენტები OpenTable-ში დამატებითი გადასახადის მიღმა იყო.
ახლა ცვლილებები „ფრენაში” შეიძლება – სისტემა ზუსტად ისე მუშაობს, როგორც სჭირდება.
„Resos-ით №1-ია რენტაბელობა, შემდეგ – შიდა ინსტრუმენტებზე წვდომა, საჭიროებისამებრ. ჩვენ Resos-ის ავტონომიას ვაფასებთ. ეს მისი საუკეთესო ფუნქციაა.”
Maizal Restaurant-ისთვის მარტივი, ხელმისაწვდომი გადაწყვეტა
Resos-ის წყალობით, Maizal Restaurant-მა ოპერაციები გამარტივა და სტუმრების კმაყოფილება გააუმჯობესა. სისტემის სიმარტივე და ხელმისაწვდომობა გუნდს საშუალებას აძლევს, ყველაზე მნიშვნელოვანზე – მექსიკის მდიდარი გემოებით სავსე თბილი, მიმწვევი სასადილო გამოცდილების შექმნაზე – ეფოკუსიროს.
„Resos-ი ჯავშნებს ძალიან ამარტივებს. ეს პირდაპირი, მოქნილი და პატარა ბიზნესებისთვის, ჩვენსნაირებისთვის, სრულყოფილია. ძალიან კმაყოფილები ვართ!”
თუ Staten Island-ში ავთენტური მექსიკური სასადილო გამოცდილება გიყვარს, Maizal Restaurant-ს ეწვიე. და თუ რესტორნის მეპატრონე ხარ, რომელიც ხელმისაწვდომ და სანდო ჯავშნის სისტემას ეძებს, Resos შეიძლება სწორედ შენი ბიზნესსაც მოუხდეს.
მზად ხარ, ჯავშნები გაამარტივო და ბიზნესი გააუმჯობესო? გაიგე მეტი Resos-ის შესახებ!
(Maizal Restaurant-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ნახე მათი Instagram @maizal_restaurant.)